"ვეფხია ბაქრაძე სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა ნათესავთან და უთხრა, რომ ნასვამი თხრილში ჩავარდა"

"ვეფხია ბაქრაძე სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა ნათესავთან და უთხრა, რომ ნასვამი თხრილში ჩავარდა"

ადვოკატის მტკიცებით, თეიმურაზ ბაქრაძისთვის, მისი ნათესავის მიერ დანაშაულის ჩადენა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. როგორც თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავიდან არ იცოდა, რომ მკვლელობა მოხდა და დანაშაული მისმა ნათესავმა ჩაიდინა.

„ვეფხია ბაქრაძე და თეიმურაზ ბაქრაძე არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ვეფხია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მივიდა ფაქტობრივად დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე. თეიმურაზ ბაქრაძემ თავიდან ნამდვილად არ იცოდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე არაფერი. ეს მისთვის ცნობილი გახდა ფაქტობრივად დაკავებამდე ორი საათით ადრე. მან დაკავების შემდეგ სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. როდესაც სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა ბრალდებული მასთან, თეიმურაზ ბაქრაძემ კითხა რა ხდებოდა, რაზეც ვეფხია ბაქრაძემ უპასუხა, რომ სვამდა მეგობართან და სადღაც თხრილში ჩავარდა ნასვამი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ოთარ ხურციძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც მტკიცებულებები გაუნადგურებია, რაზეც დღეს პროკურორებმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებისას ისაუბრეს. რაც შეეხება შეფარდებულ პატიმრობას, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით აუცილებლად გაასაჩივრებს.

დღეს საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს