სოფელ ფლავისმანის განაპირას, შეიარაღებულმა ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი თამაზ ილურიძე დააკავეს

სოფელ ფლავისმანის განაპირას, შეიარაღებულმა ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი თამაზ ილურიძე დააკავეს

ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ ფლავისმანის განაპირას, შეიარაღებულმა ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები თამაზ ილურიძე დააკავეს.

ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების გარდა ყუმბარმტყორცნიც ჰქონდათ. გიუნაშვილი ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. თამაზ ილურიძე კი, სავარაუდოდ, ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.

ილურიძე ფლავისმანში მარტო ცხოვრობს. შესაბამისად, მის ახლობლებს არავინ დაკავშირებია. სოფელში ამბობენ, რომ ილურიძე და გიუნაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და დეფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკლავებული. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?