ხმაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - ადგილობრივები ბაგა-ბაღის დახურვას აპროტესტებენ

ხმაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - ადგილობრივები ბაგა-ბაღის დახურვას აპროტესტებენ

თბილისში, ისნის რაიონში მდებარე N109-ე ბაგა-ბაღის დახურვას ადგილობრივები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, არადამაჯერებელია არგუმენტი, რომ ბაგა-ბაღის შენობა ავარიულია და ამიტომ უნდა დაიხუროს.

აქციის მონაწილეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან ბაგა-ბაღის პედაგოგები, აღმზრდელები, მშობლები, ასევე თბილისის საკრებულოს „ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.ისნის რაიონში მდებარე N109-ე ბაგა-ბაღი ავარიულობის გამო ხვალიდან დაიხურება. გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მიიღეს. ბაგა-ბაღში 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში N128, N16, და N215 ბაღებში გადანაწილდებიან.

ნახეთ: პირდაპირი ეთერი ბერი გაბრიელის ქუჩიდან, სადაც საბავშვო ბაღს ანგრევენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ