ფანტასტიკის მოყვარულთათვის ხვალ სტივენ კინგის "ის" და ბრენტ უიქსის "შავი პრიზმას" პრეზენტაცია გაიმართება

ფანტასტიკის მოყვარულთათვის ხვალ სტივენ კინგის "ის" და ბრენტ უიქსის "შავი პრიზმას" პრეზენტაცია გაიმართება

„კრეატორ ბარში“ ხვალ, 20:00 საათზე, სტივენ კინგის ”ის” და ბრენტ უიქსის ”შავი პრიზმას” წარდგენა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს, რომანების მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი არსებობდა. წიგნები ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. მათივე ინფორმაციით, სტუმრებს შეეძლებათ გადაიღონ სამახსოვრო „გიფები", მივიდნენ რომანების მთავარი პერსონაჟების კოსტუმებით. სპეციალურად შეირჩა პრეზენტაციის ადგილიც, მიწისქვეშა ბარი, რომლის გარემოც რომანებში განვითარებულ ამბებს მაქსიმალურად შეესაბამება.

„ის“ სტივენ კინგის ეპიკური, მძაფრი სიუჟეტით გამორჩეული და შემაძრწუნებელი ამბავია. სტივენ კინგი - „ის“ - დერი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ქალაქია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით – სინამდვილეში ის საზარლად განსხვავებულია, იქ ის ბინადრობს და მას ბავშვები ხედავენ! ის ყველგანაა და ის კოშმარად ატყდება ქალაქს, ის დაუმარცხებელია! მაგრამ ფიცითა და პირობით იკვრება შესანიშნავი ერთობა – შვიდი ბავშვი, ის საკუთარ ძალას შიშის, სიძულვილისა და იმედგაცრუებიდან იღებს. როდესაც დერიში ბავშვების გაუჩინარება დაიწყება, რამდენიმე ბავშვი საკუთარ ყველაზე დიდ შიშს გადაეყრება. მათ მოუწევთ გამკლავება ბოროტ ჯამბაზ პენივაიზთან. შვიდი ბავშვი, შიშით, განცდითა და გარდაუვალი უბედურების შეჩერების სურვილით დაკავშირებულნი მის პირისპირ დგებიან: ის ბავშვების ბედისწერაა, ბავშვები – მისი!

ბრენტ უიქსი - ”შავი პრიზმა” - წიგნის მთავარი გმირი გევინ გაილი პრიზმაა, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მსოფლიოში, კაცი, რომლის ძალას, ჭკუასა და სახელს არეული მსოფლიოს დამშვიდება შეუძლია, თუმცა პრიზმები უკვდავნი არ არიან და გაილმაც ზუსტად იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს, სიკვდილამდე კი ყველა მიზნის ასრულება უნდა მოასწროს. მაგრამ როდესაც შეიტყობს, რომ ჰყავს ვაჟი, რომელიც შორეულ სამეფოში ომის შემდეგ დაიბადა, იძულებულია, აირჩიოს, აღიაროს სიმართლე თუ შეინახოს საიდუმლო, რომლის გამჟღავნებას მისი სამყაროს დამსხვრევა შეუძლია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი