ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან თანდაყოლილი გემოვნების და შარმის მქონე ქალები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან თანდაყოლილი გემოვნების და შარმის მქონე ქალები

ამბობენ რომ გემოვნებაზე არ დაობენ. თუმცა რეალობა საპირისპიროს ამტკიცებს და რაც სამყარო არსებობს ალბათ კაცობრიობა ყველაზე მეტს ზუსტადაც რომ გემოვნებაზე და შეხედულებებზე დავობს. ყველაზე მეტი დავა კი მოდის სამყაროში მიდის. როგორც მოდის მკვლევარი ასტროლოგები ამტკიცებენ, ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ხშირად განაპირობებს იმას, თუ რამდენად გააჩნია ქალს გემოვნება და დახვეწილად ჩაცმა-დახურვის ნიჭი. თუმცა, უფრო კონკრეტულად რომ ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ინდივიდის გემოვნებაზე, საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი პირდი რუკის ასპექტებზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ალბათ საინტერესო იქნება გავეცნოთ ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე გემოვნებიან ქალთა ხუთეულს რომელიც "ფეშენ-ასტროლოგებმა" შეადგინეს:

ტყუპი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, კაცმა რომ თქვას განსაკუთრებული კოპწიაობით არ გამოირჩევიან. თუმცა, ქალურობა და შარმი მათში იმდენად დიდი დოზითაა, რომ ისინი ყველაზე უბრალო სამოსშიც კი ახერხებენ გამოიყურებოდნენ უზადოდ, მომხიბვლელად და სექსუალურად. ტყუპ ქალს უყვარს კომფორტული და მარტივი სამოსი. ამიტომ უპირატესობას ანიჭებს მაისურებს, მოკლე ქვედაბოლოებს, ტრიკოტაჟის სამოსს, კედებსა და ა.შ. იგი იშვიათად ხმარობს ზედმეტ კოსმეტიკას და ვარცხნილობის მხრივაც დაუდევარი დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას აქვს ქარიზმა რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ სამოსში გამოწყობილი მამაკაცს თავბრუს ახვევს...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს