"ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ..." - რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი გავრცელებულ ხმებს

"ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ..." - რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი გავრცელებულ ხმებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილზე გვანცა ივანიშვილზე ქორწინდება.

ბახტაძემ საკუთარი კაბინეტიდან ფეისბუქ-ჩართვის დროს უპასუხა აღნიშნულ შეკითხვას, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში მისწერა.

"მიხეილ სააკაშვილმა დაწერა რომ სასიძო ხართ ბიძინა ივანიშვილის, რას იტყვით ამაზე?" - მისწერა ინტერნეტმომხმარებელმა ბახტაძეს, რაზეც მინისტრს გაეცინა და უპასუხა:

"გასაგებია რომ, ეს ადამიანი საზოგადოებაში ეწევა იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, მაგრამ იმდენად ინტენსიურად რომ თვითონაც კი დაიჯერა იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ, და მე ზოგადად დამრჩა განცდა, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა სცადა იმ ინიციატივების შემდეგ, რაც ჩვენ გავაჟღერეთ, გადაეფარათ ეს დისკუსიები იაფფასიანი ჭორებით... საზოგადოებისთვის მიმინდია ამის განსჯა, თუმცა ვფიქრობ ყველა კარგად ხედავს და აანალიზებს ამ ჭორების წარმომავლობას" - განმარტა ბახტაძემ.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე "ივანიშვილის სასიძოდ" მოიხსენია თავის ფეისბუქ-პოსტში და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვანცა ივანიშვილი და ბახტაძე დაქორწინებას აპირებენ.

აღსანიშნავია რომ, წლების წინ, როცა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად დაინიშნა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის მეგობარი იყო. ეს ხმები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდა და მის შემცვლელად სხვადასხვა კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბახტაძეც. ის თავად ივანიშვილმა ასე შეაფასა: "კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები