სომხეთის პოლიციამ დღეს ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა

სომხეთის პოლიციამ დღეს ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა

სომხეთის პოლიციამ დღეს ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ედგარ ჯანოიანმა განუცხადა.

„პოლიციის განყოფილებებში დღეს 66 მოქალაქე გადაიყვანეს“, - განაცხადა ჯანოიანმა.

მომიტინგეთა ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიციას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. აქციის მონაწილეები სწორედ სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"