ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა

ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა.

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ამა წლის 24 ივნისს გაიმართება.

თურქეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერს დევლეთ ბაჰჩელის შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ დევლეთ ბაჰჩელიმ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდება გააკეთა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე მხარს უჭერს თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აძლიერებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მხოლოდ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე