ვეს ანდერსონის "ძაღლების კუნძული" საქართველოს კინოთეატრებშია!

ვეს ანდერსონის "ძაღლების კუნძული" საქართველოს კინოთეატრებშია!

"ძაღლების კუნძული" ვეს ანდერსონის ანიმაციაა, რომლითაც წელს ბერლინის კინოფესტივალი გაიხსნა, ფილმი საკონკურსო პროგრამაშიც იყო და საუკეთესო რეჟისურისთვის "ერცხლის დათვი" მოიპოვა.

სიუჟეტი არარეალურ მომავალში, იაპონიის გამოგონილ ქალაქ მეგასაკში ვითარდება. ქალაქის მერი კობაიაში არჩევნებისთვის ემზადება და წინასაარჩევნოდ მხარდაჭერის მოსაპოვებლად რადიკალური ნაბიჯი სჭირდება. მან ისეთი რამ უნდა მოიფიქროს, რომელიც მოსახლეობას საფრთხის განცდას გაუჩენს და ძლიერი ლიდერის საჭიროებას დაანახებს. მტრის ხატად ის ძაღლებს ასახელებს და ტელემიმართვაში აცხადებს, რომ მათ მიერ გავრცელებულ გრიპის ვირუსი ქალაქის მაცხოვრებლებს განადგურებით ემუქრება. კობაიაშის განკარგულებით მეგასაკის ყველა ძაღლს უკაცრიელ კუძულზე, ნაგავსაყრელზე გადაასახლებენ...

ანიმაციას ვარსკვლავური დასი ახმოვანებს: სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სვინტონი, ედვარდ ნორტონი, ბილ მიურეი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც ანდერსონის ფილმებში ხშირად მონაწილეობენ.

ფილმის შექმნისას ავტორებზე ზეგავლენა მოახდინა ცნობილი იაპონელი სცენარისტის და რეჟისორის - აკირა კუროსავას ნამუშევრებმა.

ბერლინალეს ერთ ერთი ტრიუმფატორის, ვეს ანდერსონის "ძაღლების კუნძულს" 19 აპრილიდან მაყურებელი კინოთეატრებში: "ამირანი~, `კავეა გალერია თბილისი", `კავეა ისთ ფოინთი~ იხილავს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება