ნინო ლომჯარია ბავშვთა სახლიდან გამოქცეულ ბავშვს შეხვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენის აპარატი

ნინო ლომჯარია ბავშვთა სახლიდან გამოქცეულ ბავშვს შეხვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმიანება, რომელიც ბავშვის მიმართ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტს ასახავს.

ომბუდსმენის აპარატიდას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 18 აპრილს სახალხო დამცველი პირადად შეხვდა ბავშვს, მის მშობელს და მკურნალ ექიმს, ასევე მყისიერი კომუნიკაცია შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

მიუხედავად მშობლის თანხმობისა, სახალხო დამცველი თავს იკავებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მათ შორის ოჯახთან ურთიერთობის თვალსაზრისით ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი ჩართულია განათლების მიღების პროცესში და მისი ძირითადი სამედიცინო და სოციალური საჭიროებები უზრუნველყოფილია.

ომბუდსმენის პრსესსამსახურის ინფორმაციით, ფრაგმენტული ჩანაწერის და ფოტო სურათების გავრცელებამ, რომელიც იძლეოდა ბავშვის იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა არ მოიცავდა დაზუსტებულ ინფორმაციას, უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვის და მისი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, მსგავსი ინფორმაციის გავრცელების დროს უზრუნველყონ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვა, მიმართონ შესაბამის უწყებებს, მათ შორის სახალხო დამცველს.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერია: 1481„სახალხო დამცველმა ვიდეო მასალის გავრცელებისთანავე დაიწყო საქმის შესწავლა, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის გადამოწმების მიზნით მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს სათანადო რეკომენდაციას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანქანების საპირისპირო მიმართულებით

სახალხო დამცველი: "ფსიქიატრიულის პაციენტს ორსულობა ვერ დაუდგინეს და ქალმა 37 კვირაზე საპირფარეშოში იმშობიარა"