ვის ეკუთვნის ულამაზესი რანჩო წოდორეთში, სადაც თავს ფილმის გმირად იგრძნობთ

ვის ეკუთვნის ულამაზესი რანჩო წოდორეთში, სადაც თავს ფილმის გმირად იგრძნობთ

ყოველთვის მიყვარდა ვესტერნის ჟანრის ფილმები - კოვბოებით, რომლებიც ცხენებს დააჭენებდნენ, ჯოგს უვლიდნენ და რანჩოში ცხოვრობდნენ. მომწონდა მათი ჩაცმულობა, ცხოვრების წესი, სოფლის ქორწილების ყურება ფილმებში და განსაკუთრებით მიზიდავდა იქაური გარემო, სადაც ყველაფერი ძალიან უბრალო, ბუნებრივი და ნამდვილია.

ბევრჯერ მიოცნებია, ასეთ რანჩოში მოვხვედრილიყავი და საკუთარი თვალით მენახა ფერმერის ცხოვრება. შემეგრძნო იქაური, განსაკუთრებული სურნელი: ხის, მიწის, თივის, ყვავილებისა და ბალახების. გავცნობოდი მათ ცხოვრების წესს, რომელიც არაფრით ჰგავს ქალაქურს... მინატრია, გავცლოდი ხმაურიან, ბუღით სავსე დედაქალაქს და მსგავს მიკროსამყაროში მემოგზაურა, სადაც ღრმად ჩავისუნთქავდი სუფთა ჰაერს და თავს, რამდენიმე წუთით მაინც, ფილმის გმირად ვიგრძნობდი...

ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ადგილს ჩემგან ძალიან ახლოს აღმოვაჩენდი...

თუ წოდორეთში გაისეირნებთ, აუცილებლად შენიშნავთ სიმწვანეში ჩაფლულ, ულამაზეს რანჩოს, რომელიც დანახვისთანავე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. როგორც კი მის ეზოში შეხვალთ და იქაურობას მოავლებთ თვალს, მაშინვე დაგეუფლებათ შეგრძნება, თითქოს წალკოტში მოხვდით... ამ ვინტაჟურ გარემოში თითოეული დეტალი - ხელით, დიდი სიყვარულითაა შექმნილი და სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს...

ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ძველი ნივთები და „უბრალო“ დეკორი, ვინც ტყისპირა სახლში დაძინებაზე ოცნებობს, ვისაც ვერანდაზე, მოქანავე ხის სავარძელში, პლედშემოხვეულს - ცხელი ჩაი, წიგნის კითხვა, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა და მთების ყურება ყველაფერს ურჩევნია, ამაზე უკეთეს ადგილს ვერსად ნახავს... ეს გიორგის რანჩოა - ასე ჰქვია ამ ადგილს. აქ სტუმართმოყვარე და საინტერესო ოჯახი ცხოვრობს: ქალბატონი მარინა სანადირაძე, რომელიც მთელი დღის მანძილზე, წუთითაც არ ჩერდება, ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს და მაინც წუხს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს... მისი მეუღლე, ბატონი გია ჩომახიძე, რომელიც ცხენებს უვლის და რანჩოზე საქმიანობს. მათ ორი შვილი ჰყავთ. ქალბატონი მარინა პროფესიით სტომატოლოგია. თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტად მოგზაურობა, ძველი, იშვიათი ნივთების პოვნა და მათგან საოცარი დეკორაციების შექმნა უყვარს... რანჩოზე თითქმის ყველაფერი მისი გემოვნებით და ფანტაზიითაა გაკეთებული. იქ არც ერთი ნივთი არ არის ჩვეულებრივი... უბრალო ბოთლი, ძველი ლამპის გატეხილი შუშაც კი ხელოვნების ნიმუშადაა ქცეული...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ