ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს გარდა შემაკავებელი ორდერის გამოცემისა, ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს ან მისი ამოქმედება მოხდება მაშინ, თუ არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება. ლონდა თოლორაიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა უკვე მომდინარეობს.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, გარდა შემაკავებელი ორდერისა, გაუკეთონ სპეციალური, ელექტრონული სამაჯურები. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად. ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლოს ელექტრონული სამაჯურები უკვე დაინერგება.

ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მოხდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ მაღალ რისკს და იქ, სადაც არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საფრთხე. ამის შესაფასება მოხდება შესაბამისი რისკის შეფასების ინსტრუმენტით, რომლის დანერგვაც მომავალი თვიდან იგეგმება.

შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე არ შეიძლება მიმდინარეობდეს გამოძიება. შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს, რომ მოძალადე არ შეიძლება ამავე საქმეზე არ დააკაონ ხვალ ან იმავე დღეს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე

"არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 19-ში კი არა, მერე მოიტანეს და ჩააგდეს მდინარეში" - ადვოკატი ფიქრობს, რომ კვალი დაფარეს