კასპში ძმამ ძმა მოკლა

კასპში ძმამ ძმა მოკლა

კასპში ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ერთმა ძმამ მეორეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "შემოყვანილ იქნა მამის მიერ, უმძიმეს მდგომარეობაში" - რას ამბობენ ექიმი და მეზობელი კასპში, სადაც ძმამ ძმა მოკლა

ხაშური-გორის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 10-მდე ადამიანი

ხობში, მდინარეში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სოფელ ტირძნისში 3 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა