პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ერევნის ცენტრში - რა ხდება ამ წუთებში სომხეთის დედაქალაქში

პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ერევნის ცენტრში - რა ხდება ამ წუთებში სომხეთის დედაქალაქში

ერევნის ცენტრში, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს. „ტასის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ოპოზიციის მომხრეებმა კიდევ ერთი სამთავრობო შენობის ბლოკირება სცადეს, რის გამოც ათეულობით მომიტინგე დააკავეს.

„მოვუწოდებ ჟურნალისტებს არ შეუშალონ ხელი ჩვენს მუშაობას და არ გაერიონ ხალხში. პოლიცია სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს“, - განაცხადა ადგილზე მისულმა პოლიციის უფროსის მოადგილემ, გენერალმა სამველ ჰოვანისიანმა.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა დაასახელეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე