ჩხუბის შედეგად დეპუტატს ცხვირის მოტეხილობა აქვს - უკრაინელი კანონმდებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ჩხუბის შედეგად დეპუტატს ცხვირის მოტეხილობა აქვს - უკრაინელი კანონმდებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უმაღლესი რადას დეპუტატი სერგეი მელნიჩუკი და მისი ყოფილი კოლეგა ფრაქციიდან „რადიკალური პარტია“ დიმიტრი ლინკო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. Ria.ru-ს ინფორმაციით, შემთხვევა ტელეკომპანია NewsOne-ზე გადაცემის დასრულების შემდეგ მოხდა.

კონფლიქტი ფრაქციიდან მელნიჩუკის გარიცხვის გამო დაიწყო.

„ჯერ კიდევ ეთერის დროს დეპუტატებს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მელნიჩუკი გადაცემის მიმდინარეობისასაც ცდილობდა, ლინკოსთვის დაერტყა, თუმცა წამყვანმა, ვასილი გოლოვანოვმა ამისი საშუალება არ მისცა. ეთერის შემდეგ მელნიჩუკი ყოფილ კოლეგას მაინც შეხვდა და სცენასთან ახლოს დაარტყა. გადაცემის დასრულების შემდეგ მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა,“ - წერს ტელეკომპანია.

ლინკომ აღნიშნა, რომ პოლიციაში განცხადების დაწერას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ ცხვირი აქვს გატეხილი.

მელნიჩუკი ფრაქციიდან ჯერ კიდევ 2015 წლის 5 თებერვალს გარიცხეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე