დონალდ ტრამპი - აშშ რუსეთს ახალ სანქციებს მაშინ დაუწესებს, როდესაც ამას დაიმსახურებს

დონალდ ტრამპი - აშშ რუსეთს ახალ სანქციებს მაშინ დაუწესებს, როდესაც ამას დაიმსახურებს

აშშ რუსეთს ახალ სანქციებს მაშინ დაუწესებს, როდესაც რუსეთი ამას დაიმსახურებს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ სანქციებს მაშინ დავაწესებთ, როდესაც რუსეთი ამას სინამდვილეში დაიმსახურებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-ს არც ერთი სხვა პრეზიდენტი ასე ხისტად არ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, როგორც ის იქცევა. ამის მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტმა სირიაში ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუს დაქირავებულ მეომრებს შორის შეტაკება მოიყვანა.

„არავინ არ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში ისე ხისტად, როგორც მე ვიქცევი. ერთი თვის წინ ჩვენ ძალიან სასტიკი შეტაკება გვქონდა სირიაში დაქირავებულ რუს მეომრებთან. ბევრი ადამიანი დაიღუპა და ეს სამწუხაროა. ვიმეორებ, არავინ ეპყრობა რუსეთს ისე ხისტად, როგორც მე“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გუშინ აშშ-ში რუსეთის საელჩომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი ჯერ არ გეგმავს მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყარომ განუცხადა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე