სამშობიაროები, რომელთაც 750-ზე ნაკლები მშობიარობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნებიან

სამშობიაროები, რომელთაც 750-ზე ნაკლები მშობიარობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნებიან

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართველად სამშობიაროების მიმართ სტანდარტები მკაცრდება. ამის შესახებ მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, სამშობიაროები, რომელთაც 2018 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში ჯამში, 750-ზე ნაკლები მშობიარობა/საკეისრო კვეთა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება: რომელთანაც ჯერ არ ყოფილა გაფორმებული ხელშეკრულება და რომლის მიერ მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის მიმართვის წინა 12 თვის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა 500-ზე, ხოლო 2019 წელს − 750-ზე მეტია, აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული წელი; განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ