"აზერბაიჯანმა პოზიციები დათმო, სამაგიეროდ, რუსეთი და რუმინეთი გააქტიურდნენ" - რა ცვლილებებია საქართველოს საწვავის ბაზარზე

"აზერბაიჯანმა პოზიციები დათმო, სამაგიეროდ, რუსეთი და რუმინეთი გააქტიურდნენ" - რა ცვლილებებია საქართველოს საწვავის ბაზარზე

სირიის კრიზისის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა - ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 72-73 დოლარი ღირს, კრიზისის გამწვავებამდე კი, 67-68 დოლარი იყო. გაძვირება საქართველოს ჯერ არ შეხებია და საწვავის ქართულ ბაზარზეც სიმშვიდეა, უფრო მეტიც, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში საწვავის მოხმარება გაიზარდა კიდეც: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2018 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა.

ნავთოპროდუქტების იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთიდან განხორციელდა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში 48 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 48,7 ათასი ტონა შეადგინა. საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება 2018 წლის I კვარტლის შედეგების მიხედვითაც მომატებულია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ნავთობპროდუქტების ბაზარზე საქართველოში და როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ქვეყანაზე.

ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: ბოლო წლებში საქართველოში საწვავის მოხმარება მატულობს და ეს კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი იზრდება და ამან საწვავის მოხმარება უნდა შეამციროს, პირიქით ხდება. ინტენსიურად მიმდინარეობს საწვავის იმპორტი რუსეთიდან, რადგან ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ლოჯისტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ხელსაყრელია. კომპანიები აქტიურად აწარმოებენ ნავთობის იმპორტს რუსეთიდან, რადგან მათთვის რუსული ნავთობის ხარისხიც მისაღებია და ფასიც, თუმცა ამ ბაზარზე რუმინეთი, აზერბაიჯანი და ბულგარეთიც აქტიურობენ. ჯერჯერობით კი, რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა ქართულ ბაზარზე პოზიციები დათმო და გასულ წელს ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი შემომტანი საქართველოში რუმინეთი იყო, შემდეგ მოდიოდა რუსეთი, მერე - აზერბაიჯანი და ბულგარეთი. ისიც არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ყველაფერი შეიცვალოს“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობამ და სირიის კრიზისმა საწვავის ფასზე უკვე იმოქმედა, რა იქნება მომავალში - ამის თქმა ძალიან რთულია:

„ყოველთვის, როდესაც ახლო აღმოსავლეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი იწყება, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე. მოლოდინი იმისა, რომ ნავთობის მოპოვებას და ექსპორტს ომის გამო შეიძლება ხელი შეეშალოს, ფასების ზრდას იწვევს. პროცესების ესკალაციამ ნავთობის გაძვირება ახლაც გამოიწვია. პროგნოზირება, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში, ან რა ფასი ექნება ნავთობს, ძალიან რთულია. ამჟამად სირიის კრიზისი ერთადერთი მიზეზია, რომელმაც ნავთობპროდუქტების ფასზე იმოქმედა და თუ ეს კრიზისი გაგრძელდება, საწვავის ფასიც მოიმატებს. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო