ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ

თბილისის პროკურატურასთან, სადაც "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა იკითხება, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის პროკურატურასთან მისვლის მიზეზი კუპრავასთვის სოლიდარობის გამოცხადებაა. სარალიძის თქმით, კუპრავა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე არსებული ხარვეზების აღმოჩენაში აქტიურად ეხმარება.

"ჩემი შვილის მკვლელები გარეთ დადიან, რის გამოვლენაშიც ზვიად კუპრავა აქტიურად მეხმარებოდა და ახლაც მეხმარება. ამის გამო ვარ აქ, რომ მას ასე ვთქვათ სოლიდარობა გამოვუცხადო და არამარტო მას დავუდგე გვერდით, არამედ სასამართლო პროცესის ჭეშმარიტად წარმართვას. ორი დამნაშავე დადის გარეთ და ეს აუცილებლად უნდა გამოკვეთონ. მივმართავ პროკურატურას, დროზე მოეგონ გონს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სიმამრთან ერთად დიდ ზეგავლენას ახდენს გამოძიებაზე.

"უკვე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მირზა სუბელიანი ასევე ბორის კაკუბავა ახდენს გამოძიებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას. მოწმე მ.კ. დღეს უნდა იყოს დაკავებული სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურიდან და ძალოვანი უწყებებიდან რეაგირებას ვერ ვხედავ. ასევე ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის შვილი ამ ინციდენტის დამწყები პირია. ანუ ორგანიზატორები არიან სუბელიანის შვილი და მისი ცოლის დის შვილი და მათ აფარებს ხელს გამოძიება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას პროკურატურაში კითხავენ. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამის კომენტარი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს