საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?

საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ყვავილებსა და წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან სამაგიეროდ წიგნებსა და ვაშლებს იღებდნენ. ზოგადად, იმ პერიოდში წიგნი დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ ამის საშუალება მხოლოდ დიდგვაროვანი წრეების წარმომადგენლებს ჰქონდათ.

1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მსჯელობა ამ დღის ოფიციალურ თარიღად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღეს განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და ცოდნის შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

იუნესკოს 1995 წლის სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და 1996 წლიდან დაიწყო კიდეც მისი აღნიშვნა. იუნესკოს რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვა განსაკუთრებით ეფექტურია. შესაბამისად არაერთ ქვეყანაში ქალაქების ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და საზოგადოება აქტიურად იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად აღნიშნავს. მაგალითად, ესპანეთში გრძელდება წიგნის ჩუქების ტრადიცია, აშშ-ში წიგნთან დაკავშირებული ქუჩის ფესტივალი ეწყობა და ა.შ.

საქართველო 2003 წელს შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, რომელიც აღნიშნავს წიგნის საერთაშორისო დღეს და ამ წლიდან მოყოლებული აქტიურად იმართება წიგნის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა აქტივობები. საინტერესოა, რომ ადამიანები ამ დღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის წიგნებს შემდგომში გასაჩუქებლად ყიდულობენ, რადგან როგორც კვლევებმაც აჩვენა უამრავი მკითხველი ფიქრობს, რომ წიგნისაუკეთესო და ამავდროულად უნივერსალური საჩუქარია, რადგან 1 წიგნით ადამიანს ჩუქნი დამატებით ცოდნას, საინტერესო თავგადასავლს და უამრავ ახალ მეგობარს წიგნის პერსონაჟების სახით.

წიგნის მაღაზია ქსელი „ბიბლუსი“ ყოველწლიურად ეხმიანება ამ მნიშვნელოვან თარიღს და წელსაც არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება თავის მომხმარებელს. პირველ რიგში, იმისათვის, რომ წიგნის საჩუქრად ან თუნდაც საკუთარი თავისთვის შეძენა გაუადვილოს ერთგულ მომხმარებელს, მათ 23-დან 29 აპრილის ჩათვლით მთელი ქსელის მასშტაბით, გრანდიოზულ, 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველის რჩეულ 150-მდე წიგნზე.

გარდა ფასდაკლებისა, 23 აპრილს, ჭავჭავაძის #7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ თანამედროვე ქართველი მწერლების ლუკა ბაქანიძისა და ციკო ინაურის წიგნების პრეზენტაცია გამართება. საბას ლაურეატი ლუკა ბაქანიძე წარადგენს წიგნს „სად ხარ ლაზარე“, ხოლო ციკო ინაური წიგნს „ასოციალური თევზი“. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს