"26 წლის ბიჭი ციხიდან გამოსულ ნაძირალა ძმას პატრონობდა, მან კი ყელი გამოჭრა" - კასპში მომხდარი მკვლელობის დეტალები

"26 წლის ბიჭი ციხიდან გამოსულ ნაძირალა ძმას პატრონობდა, მან კი ყელი გამოჭრა" - კასპში მომხდარი მკვლელობის დეტალები

8 აპრილს, გვიან ღამით, კასპის მუნიციპალიტეტში, უმძიმესი დანაშაული მოხდა - 1992 წელს დაბადებული გ.მ. სამზარეულოს დანით სასიკვდილოდ დაჭრეს, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მისი 1978 წელს დაბადებული ძმა შ.მ. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით არის დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცავმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ძმები კასპის ცენტრში ცხოვრობდნენ, სადაც ორივეს კარგად იცნობდნენ.

გვესაუბრება გარდაცვლილის მეზობელი:

- მომხდარით გაოგნებულები ვართ. ბიჭებს დედა არ ჰყავდათ, არცთუ დიდი ხნის წინ გარდაეცვალათ. უფროს შვილზე ნერვიულობას გადაყვა, რომელმაც ძარცვა-ყაჩაღობა და ადამიანების გამწარება პროფესიად აქცია და ციხეშიც ამოყო თავი. ბოლოს კი ძმის მკვლელად იქცა. ოჯახის ტვირთი და მამის მოვლა საკუთარ თავზე უმცროსმა ძმამ აიღო. 26 წლის ბიჭი ციხიდან გამოსულ, 40 წლის ნაძირალა ძმასაც პატრონობდა. სანაცვლოდ კი ამ არაკაცმა ყელი გამოჭრა.

ციხიდან გათავისუფლებული უფროსი ძმა იმდენად უწესოდ იქცეოდა, ხალხი მასთან შეხვედრასაც კი ერიდებოდა...

- ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?

- არა, თუ დასჭირდებოდა, თავს ისე მოიკატუნებდა, უწესიერესი კაცი გეგონებოდა. რა თქმა უნდა, არ მუშაობდა და გამუდმებით უმცროს ძმას სთხოვდა ფულს. მასაც განა რამდენი უნდა ჰქონოდა, ბიჭი ხელფასზე იყო დამოკიდებული. შელაპარაკებაც ალბათ ამის გამო მოუვიდათ... განაგრძეთ კითხვა

"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში

"ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს - თანხის დაკარგვისთვის ყოფილ მენეჯერსა და 14 თანამშრომელს უჩივიან

"სამართალდამცავები ამცირებდნენ, ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო..." - რას ყვება ადვოკატი გუმათში დაკავებულების შესახებ