რა დაავადებებზე მიგვანიშნებს გულის "ფრიალი"?

რა დაავადებებზე მიგვანიშნებს გულის "ფრიალი"?

ადამიანს ზოგჯერ საშინლად "უფრიალებს" გული ან გულის "ამოვარდნის" ძლიერი შეგრძნება აქვს, ამასთან ერთად, სისუსტე ეუფლება, თვალთ უბნელდება, სიკვდილის შიში იპყრობს... სასწრაფოდ კარდიოლოგთან! სამწუხაროდ, კარდიოლოგის მიერ დანიშნული კვლევით არითმიის მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ვერც მკურნალობის სტანდარტული სქემები ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას.

ეს იმიტომ, რომ გულის ფრიალი ზოგჯერ თავის ტვინისა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციათა დარღვევის ბრალია. სად გული და სად ტვინიო?! - ზოგს შესაძლოა გაუკვირდეს, მაგრამ თუ გულის მუშაობის თავისებურებებს ჩაუღრმავდება, იოლად მიხვდება, რომ ნერვული სისტემა მასზე უდიდეს გავლენას ახდენს. გულისმუშაობას მასში არსებული გამტარი სისტემა არეგულირებს. ეს უკანასკნელი ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნაწილია. ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, თავის მხრივ, თავის ტვინი აკონტროლებს. აღნიშნულ სტრუქტურათა ფუნქციის დარღვევის დროს გულის გამტარი სისტემის მუშაობა ფერხდება და არითმია აღმოცენდება. თავის ტვინის მარეგულირებელი სტრუქტურების პათოლოგიურმა აგზნებამ შესაძლოა თავი იჩინოს ეპილეფსიური აქტივობის |"აფეთქების" დროსაც.

ამის შედეგად ვითარდება გულის გამტარი სისტემის გადამეტძაბვა (ჰიპერაგზნება), რაც ექსტრასისტოლების, მოციმციმე არითმიის ფორმირებას განაპირობებს. ასე რომ, ზოგჯერ გულის რიტმის დარღვევა ერთადერთი სიმპტომია, რომელიც ეპილეფსიაზე - მეტად ვერაგ დაავადებაზე - მიგვანიშნებს. კარდიონევროზი ხშირად ვეგეტატიური ნევროზის, იმავე ვეგეტოპათიისა და ვეგეტოდისტონიის, გამოხატულებაა. მკითხველს ალბათ ისიც აინტერესებს, რა არის თავად ვეგეტატიური ნევროზი. ვეგეტატიური ნევროზი, იგივე ვეგეტატიური დისტონია, ვეგეტოპათია, ცალკეული ქსოვილებისა და ორგანოების დაავადებაა, რომელიც აღმოცენდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის ქსოვილთა ფუნქციური და დინამიკური დარღვევების შედეგად (და არა ორგანულ ცვლილებათა გამო)...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი