"ავად რომ გავხდი, შეყვარებულმა მიმატოვა" - ახალგაზრდა ტელეპროდიუსერი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის

"ავად რომ გავხდი, შეყვარებულმა მიმატოვა" - ახალგაზრდა ტელეპროდიუსერი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის

"პირველი არხის" ტექნიკურ პროდუსერს, მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. არადა მანამდე ექიმები არწმუნებდნენ, რომ არაფერი სჭირდა.

31 წლის პროდუსერმა ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 2016 წელს თურქეთში ჩაიატარ. მერე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მეტასტაზებიც დაიძრა. მის დასახმარებლად კოლეგები ისევ გაერთიანდნენ და მარიამს ბოლო ოპერაცია 4 აპრილს თურქეთში ჩაუტარდა.

მარიამი ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ყოველ დილით დარბოდა, ამიტომ მძიმე დაავადებას ვერაფერს უკავშირებს.

- ღამით თითქოს ვიხრჩობოდი, ვერ ვწვებოდი. მთელ ღამეებს ბალიშზე მიყუდებული ვატარებდი. ფეხზე ყოფნისას საერთოდ არაფერს ვგრძნობდი.

ერთ-ერთ ცნობილ ექიმს მივაკითხე, ექოსკოპიაც გადამიღო კისრის არეში და მითხრა არაფერი გჭირსო. ამ დროს სისხლის ანალიზში ცვლიბები იყო, მაგრამ ექოსკოპიამ ყველაფერი გააქარწყლა. ექიმის დასკვნა მაქვს, რომ არაფერი მჭირს. ეს ექიმი მუშაობს ცნობილ კლინიკაში, რომელიც საქართველოში მაღალი დონის საავადმყოფოდ ითვლება. თან ტრაბახობს 8 წელი გერმანიაში მუშაობდა და არაფერი შეეშლებოდა.

მითხრეს ნერვოპათოლოგი გჭირდებაო. წავედი ნერვოპათოლოგთან, მან მიტხრა არაფერი გჭირს, რაღაცეებს იგონებ და ფსიქიატრი უფრო გჭირდებაო.

მარი მალაზონიას დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან დაიჟინა, დავით მეტრეველთან მიდიო. მხოლოდ დავით მეტრეველი მიხვდა რა მჭირდა.

- პირველი ოპერაცია რამდენი ხნის წინ გაიკეთეთ?

- პირველად 2016 წლის 27 ივლისს გავიკეთე თურქეთში. 6 საათზე მეტხანს მიკეთებდნენ. ქართველი ექიმების მიერ, სამი ჯირკვლიდან აღებული ბიოფსიიდან მხოლოდ ერთმა აჩვენა ავთვსიებიანი სიმსივნე. იმ ერთზე რომ არ შეენიშნათ, საერთოდ ვერ გავიგებდი და დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ