"მაჭახელაში" ხანძარი ლიკვიდირებულია

"მაჭახელაში" ხანძარი ლიკვიდირებულია

მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. პირველადი მონაცემებით, დამწვარია 170 კვ.მეტრამდე ფართობი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აალება. უსაფრთხოების მიზნით, მეიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით გათიშულია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ხანძარი რესტორან „მაჭახელაში“ სამუშაო საათებში მაშინ გაჩნდა, როცა ობიექტზე მომსახურე პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, ალეება სხვენიდან დაიწყო. დამწვარია შენობის მესამე სართული და სახურავი.

მეიდანზე ამ დრომდე ვრცელდება შეზღუდვები, კერძოდ, ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, შესაბამისად, საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს როგორც მეიდნის ტერიტორია, ისე მასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა. შეზღუდვა ვრცელდება ქვეითად მოსიარულეებზეც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი