"თბილისში ახალი ჭორი ვრცელდება, გრძელი ჭია ამოუღიათ ბავშვის კანიდან..." - პაატა იმნაძე ახალგაზრდა დედებს მიმართავს

"თბილისში ახალი ჭორი ვრცელდება, გრძელი ჭია ამოუღიათ ბავშვის კანიდან..." - პაატა იმნაძე ახალგაზრდა დედებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, "ფეისბუქში" გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დედამ შვილს ხელზე ნაკბენი აღმოუჩინა, რის შემდეგაც პედიატრმა ბავშვს 6 სმ სიგრძის მატლი ამოუღო ხელიდან. იმნაძე აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე განმარტებას წერს და მშობლებს ამშვიდებს:

"თბილისში ახალი ჭორი იწყებს გავრცელებას, გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. თან, თურმე, ასეთი რამდენიმე პაციენტი ყოლია ბოლო პერიოდში. წესით, ასეთი შემთხვევა რომ მართლა ყოფილიყო, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნა პაციენტი, ეს ექიმებმა კი არა ყველა ბებიამ იცის ამ ქვეყანაში. ერთადერთი ასეთი "ჭია", რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს დიროფილარიოზია, ძალიან იშვიათია ჩვენთან და ცალობით ვიცით. ექიმები ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და გადავამოწმეთ, მსგავსი არაფერი ყოფილაო პოლიკლინიკაში. პოსტში ისიც ეწერა, ექიმს ვერ ვიტყვით, მოკვლევა დაიწყებაო. მადლობას ნამდვილად ვეტყოდით, ასეთი იშვიათი დაავადების დიაგნოსცირებისათვის.

შეიძლება საფრანგეთში, იტალიაში ან საბერძნეთში იყო პაციენტი, იქ უფრო ხშირია შემთხვევები, ან ინდოეთში, კიდევ უფრო ხშირია. ეს ჭია ძაღლებს და კატებს აქვთ ხოლმე და ძირითადად კოღოებს გადააქვთ ადამიანზე. ასე რომ, ახალგაზრდა დედებო (ჩემ შვილსაც ეხება), დაწყნარდით, საპანიკო არაფერია. ისე ბავშვებს ბუნებაში რომ გაიყვანთ, რეპელენტი-მწერების დამაფრთხობელი წაუსვით ხოლმე სხეულის ღია ადგილებზე და უფრო მშვიდად იქნებით, მათაც ნაკლებად შეაწუხებენ მწერები" - წერს პაატა იმნაძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს