20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ დაიტვირთავთ თავს ახალი საქმეებითა და ვალდებულებებით. მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. სასიამოვნო ცვლილება გელით პირად ცხოვრებაში.

კურო

აპრილში დაბადებულები ენერგიის (ფიზიკურისა და სექსუალურის) მოზღვავებას იგრძნობენ. ზოგიერთს მადაც მოემატება. ნუ გაჯიუტდებით და მოერიდეთ აგრესიულობას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი

კარგი დღეა მოგზაურობისა და მიმოსვლისთვის; ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ზომიერი ფლირტი ნებადართულია. შეეხმიანეთ ნათესავებს. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

ნუ მოგერიდებათ და მეტად გამოავლინეთ არტისტულობა და კრეატიულობა. სხვა დღისთვის გადადეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად და მათთან ერთად თქვენც გაერთეთ.

ლომი

იყავით თავისუფალი და ლაღი; ნუ დაიტვირთებთ საქმეებით. შეეხმიანეთ მეგობრებს. სასიამოვნო ნაცნობობა გელით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან, მაგრამ სანამ კარგად არ გაიცნობთ, ნუ შეიყვარებთ.

ქალწული

პოზიტიური ცვლილებების დღეა. ეცადეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. მეტი დრო გაატარეთ ახლობლების, მეგობრების გარემოცვაში. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

სასწორი

დასვენების, აზრებისა და ფიქრების მოწესრიგების საშუალება მოგეცემათ. საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოწერეთ ხარჯი. ზოგიერთი თავს უფლებას მისცემს და ტკბილეულობას დააგემოვნებს, ზოგსაც რომანტიკული პაემანი ელის.

მორიელი

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, განსაკუთრებით, გრძელვადიანებს. ნუ გაჯიუტდებით, მშვიდად მიიღეთ სიახლეები. პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ფულისა და დროის ხარჯვა ნუ დაგენანებათ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს