უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩებს შეეხება, 11:00-დან 13:00 საათამდე - მუხიანის II მიკრორაიონს, 10:00-დან 18:00 საათამდე - აკაკი წერეთლის გამზირს, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის და მეტრეველის ქუჩებს, 11:00-დან 18:00 საათამდე - ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩებს, 10:00-დან 18:00 საათამდე - ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), მიცკევიჩის და კუტუზოვის ქუჩებს, 11:00-დან 14:00 საათამდე - პეკინის გამზირს (ნაწილობრივ), ხვიჩიას, კოსტავას, შარტავას, იოსებიძის და საბურთალოს (ნაწილობრივ) ქუჩებს, 10:00-დან 18:00 საათამდე - დაბა წყნეთს, მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩებს, 10:00-დან 18:00 საათამდე - თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვეზიროვის, გორგასლის, ბერძნის, გრიშაშვილის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბარათაშვილისა და სულხანიშვილის ქუჩებს, 11:00-დან 17:00 საათამდე - ორხევის დასახლების, ჭიჭინაძის და გუგუშვილის ქუჩებს.

ამასთან, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტალი, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების X მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალი, მესხის, ხუდადოვის, კელაპტრიშვილის, ბიჩინაშვილის, სტურუას, ანაპის 414-ე დივიზიის, ლევან რჩეულიშვილის, ჩარგლის და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხუდადოვის, მესხის, სტურუას, ღუდუშაურის, ჩხიკვაძის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, მანჯგალაძის, დადიანის, მახალდიანის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩებს, 10:30-დან 17:00 საათამდე - ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, გელოვანის და პატარძეულის ქუჩებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილსაც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება 10224 აბონენტს ახალგორის, გორის, დუშეთის და კასპის რაიონის სოფლებში: მეჯვრისხევი, ზერტი, ოკამი, ლამისყანა, აღაიანი, თეზი, ახალუბანი, ნაწრეტი, კირბალი, შავშვები, კირბალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე - 666 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნატახტარი, ცხვარიჭამია, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე - 1071 აბონენტს გლდანში და ავჭალაში; 12:00-დან 18:30 საათამდე - 1019 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სიონი, გარბანი, ვარდისუბანი, ხურთისი და მიმდებარე სოფლებში; 10:45-დან 18:00 საათამდე - 460 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი