ხელსაქმის მასალების ბრენდი, რომელიც მთელს მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს

ხელსაქმის მასალების ბრენდი, რომელიც მთელს მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს

მშობლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეეძლოთ შვილებისთვის სასარგებლო თავისუფალი დროის აქტივობების შედგენა ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. დღეს, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს, მოზრდილები ძალიან დიდ დროს სწორედ სტრესულ გარემოში ატარებენ და დღის დანარჩენი ნაწილის განმავლობაში ელექტრონულ მოწყობილობებს ეჯაჭვებიან. ამ ყველაფრის გათვალიწინებით, საჭიროა მათ ადრეულ ასაკში შეაყვაროთ ისეთი საქმიანობები, რომლებიც მთელი ცხოვრება გამოადგებათ, თუნდაც თამაშ-თამაშით.

მსოფლიოში აღიარებული ცნობილი ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაზე ნაყოფიერი თავისუფალი დროის აქტივობა ხელსაქმეა და სასურველია ამით ნებისმიერი ასაკის ადამიანი რეგულარულად დაკავდეს. გარდა იმისა, რომ ხელსაქმე ნებისყოფას, კონცენტრაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარს ავითარებს, თქვენს შვილებს დროის სწორად გადანაწილებაშიც დაემხარება და დროებით მაინც მოსწყვეტს ტელეფონების, პლანშტებისა თუ კომპიუტერების ეკრანებს.

ამ ძალიან ჯანსაღი ჰობის შეყვარების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე გადამყვეტი ნაწილი სწორი აქტივობის შერჩევაა, რომელიც ნამდვილად დააინტერესებს ბავშვს და მთელი მონდომებით ჩაითრევს. უნდა აღინიშნოს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ხელნაკეთი ნივთების მოყვარულებს საქართველოში დიდი არჩევანი საერთოდ არ ჰქონდათ, შესაბამისად გასაგებია, რომ ბევრისთვის საქმიანობა მოსაწყენადაც ითვლება. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. აი მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხელსაქმის მასალების ბრენდის "Folia" პროდუქცია "ბიბლუსი გალერეაში" და დარწმუნდეთ, თუ რამდენად მრავალფეროვან, ამავდროულად საინტერესო გასართობებს იპოვით მთელი ოჯახისათვის. განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს