ბაშარ ასადმა საფრანგეთს 2001 წელს მიღებული საპატიო ლეგიონის ორდენი დაუბრუნა

ბაშარ ასადმა საფრანგეთს 2001 წელს მიღებული საპატიო ლეგიონის ორდენი დაუბრუნა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა საფრანგეთს 2001 წელს მიღებული საპატიო ლეგიონის ორდენი დაუბრუნა. ამის შესახებ სააგენტო EFE სირიის პრეზიდენტის კანცელარიაზე დაყრდნობით იუწყება.

სირიის ხელისუფლებამ აღნიშნული ორდენი დამასკოში რუმინეთის საელჩოს გადასცა, რომელიც ამჟამად სირიაში საფრანგეთის ინტერესებს წარმოადგენს.

სირიის პრეზიდენტის კანცელარიაში აღნიშნეს, რომ „ამ ნაბიჯზე მას შემდეგ წავიდნენ, რაც საფრანგეთმა, აშშ-მ და დიდ ბრიტანეთმა სირიის წინააღმდეგ აგრესიაში მიიღო მონაწილეობა“.

უწყებაში განაცხადეს, რომ „ბაშარ ასადი უღირსად მიიჩნევს იმ ქვეყნის მიერ გაცემული ორდენის მფლობელი იყოს, რომელიც აშშ-ს მონაა“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ხელისუფლებამ ბაშარ ასადისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო.

2001 წელს, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ბაშარ ასადს საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა ქვეყანაში რეფორმების გატარებისთვის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე