რატომ იცვამენ ვარსკვლავები 2 ზომით დიდ ფეხსაცმელს

რატომ იცვამენ ვარსკვლავები 2 ზომით დიდ ფეხსაცმელს

ყველაზე დაკვირვებული ადამიანები არაერთხელ შენიშნავდნენ, რომ ცნობილი ადამიანები ღონისძიებებზე ხშირად ჩნდებიან ხოლმე 1-2 ზომით დიდი ფეხსაცმლით.

პორტალი Bright Side ტენდენციის მიზეზებზე წერს.

როგორც ირკვევა, მაღალი ქუსლებით სიარული წითელ ხალიჩაზე არც ისე ადვილია, განსაკუთრებით - თუ დიდი ხნის მანძილზე უწევთ ფეხზე დგომა. დიდი ზომის ფეხსაცმელი კი ვარსკვლავებს ფეხების დასიებისა და წყლულებისგან იცავს.

თანაც, მსახიობებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ყოფნა რამდენიმე საათით, ხშირად კი - მთელი ღამის განმავლობაში უხდებათ, ამ დროს კი ფეხების დასიება გარდაუვალია.

ტერფების ტკივილის, დისკოფორტისა და ქრონიკული დაავადებების თავიდან ასარიდებლად მათ ამ გამოსავალს მიაგნეს. დიდი ზომის ფეხსაცმელი ტერფებზე არ უჭერთ. იმისთვის კი, მოულოდნელად ფეხიდან რომ არ გასძვრეთ, სტილისტები სილიკონის ჩასაფენებს ამზადებენ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ