ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ბავშვზე თანატოლები, გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ნახეთ, ასევე : არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას სახალხო დამცველი ეხმაურება

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს