როგორები არიან თანამედროვე მშობლები და რა განსხვავებაა ძველი და ახალი თაობის აღზრდის მეთოდებში - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხები

როგორები არიან თანამედროვე მშობლები და რა განსხვავებაა ძველი და ახალი თაობის აღზრდის მეთოდებში - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხები

ცნობილმა ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ mshoblebi.ge-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მშობლებისთვის აქტუალურ ბევრ შეკითხვას უპასუხა. ამჯერად გთავაზობთ მის პასუხებს ძველი და ახალი თაობის მშობლებს შორის სხვაობაზე და ასევე სიმკაცრის თემაზე.

- რა შედარებას გააკეთდებით ძველი თაობისა და თანამედროვე თაობის მშობლებს შორის?

- ჩვენი მშობლები საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, სადაც ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. ადამიანებს ხვალინდელი დღის არ ეშინოდათ. ბაზისური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული ჰქონდათ, თავს ასე თუ ისე უსაფრთხოდ გრძნობდნენ - ჰქონდათ გარანტირებული სამუშაო, ხელფასი, თავსაც არავინ იკლავდა მუშაობით. ხელფასი სრულიად სამყოფი იყო მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

საზოგადოებას სამომხმარებლო ფსიქოლოგია არ ჰქონდა. მაღაზიებში თითქმის არაფერი იყიდებოდა და ყველას ჰქონდა თანასწორობის განცდა. წინასწარ იცოდნენ, სად ისწავლიდნენ, ჰქონდათ გარანტირებული სამუშაო. ჩვენს საზოგადოებაში კი შფოთვა ძალიან მაღალია. 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ახალი რეალობა გაჩნდა, რომლის გამოცდილებაც ჩვენს თაობას არ ჰქონდა. ჩვენი შვილები შფოთვის მქონე მშობლების შვილები არიან. სულ მაინტერესებდა, ასეთ ვითარებაში როგორი ადამიანები გაიზრდებოდნენ. განსხვავება იცით, რაშია? სამამულო ომის დროსაც უჭირდათ ადამიანებს და სტრესშიც იყვნენ, მაგრამ ჩვენ მიჩვეული კომფორტი, მშვიდობა და კეთილდღეობა წაგვართვეს, შეჩვეული ცხელი წყალი, სინათლე, სიმშვიდე ერთ მშვენიერ დღეს გაქრა. ეს ბევრად დიდი სტრესია.

დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: ლუკმაპური საშოვნელად დაწყებულმა მიგრაციულმა პროცესებმა დაშალა ოჯახური ურთიერთობები, დაირღვა ფუნდამენტური ოჯახური ბირთვი, რომელსაც ეყრდნობოდა საბჭოთა პერიოდის ადამიანი. ოჯახთა შორის უწყვეტობა, გამოცდილების გადაცემა, ერთობის განცდა, თანდათან გაქრა. სხვათა შორის, კვლევებით არის დადასტურებული, რომ ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ოჯახს წამყვანი ადგილი უჭირავს. ქართველები ოჯახს აყენებენ სამშობლოსა და სხვა დანარჩენზე წინ. სწორედ ეს ოჯახი გამოეცალა ადამიანს. ბებია, ბაბუა, წავიდნენ, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა ან აქაურ მიგრაციულ პროცესებში მოჰყვნენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ლუკმა-პურისთვის საჭირო თანხა გამომიმუშაონ. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ, მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ასეთ საწყალ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დღევანდელი მშობლები, სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდა დედაჩემი სტუმრად მოსული ოცი კაცისთვის სუფრის გაშლას, სამსახურიდან მოსული და დაღლილი. მე რომ ეგ ვინმემ შემომთავაზოს, გადავირევი კიდეც. 20 კაცი კი არა, 3 კაცი თუ მოვიდა, მაგის თავიც შეიძლება არ მქონდეს. მაშინ სხვა ენერგეტიკა ჰქონდათ და ეს იყო მათი გადარჩენის მთავარი გზა. ადაპტაციის მექანიზმი გკარნახობდა, რომ შენ, ახლობლებთან ერთად რაღაცნაირად გადარჩებოდი. დღეს რა არის ჩვენი ადაპტაციის მექანიზმი, არ ვიცი.

დღეს ჩვენ მარტოდმარტო, ინდივიდუალურად ვფიქრობთ გადარჩენაზე, რაც ძალიან რთულია, რადგან ინდივიდუალურად ადამიანი ვერ გადარჩება. ახლანდელი თაობა მუდმივად არის შფოთვის და ბრძოლის პოზიციაში. მთელი საქართველო ჩხუბობს. მთელი საქართველო უკომპრომისოდ იცავს თავის უფლებებს. მაშინ, როცა სხვისი უფლებები არავის აინტერესებს და ამიტომ ეს არის ნამდვილად პოსტტრავმული საზოგადოება. ახლანდელი მშობლებს უსაფრთხოების და მხარდაჭერის მოთხოვნილებები არ აქვთ დაკმაყოფილებული, ამიტომაც არიან შეშფოთებულები, არც იციან, ხვალ რა ელოდებათ. მათი მთავარი მიზანია, ელემენტარული სურვილები დაუკმაყოფილოს შვილს და ოჯახს, რასაც ეწირება ადამიანური ფაქტორები. ამ სურვილების დაკმაყოფილებისთვის სჭირდება ფული და ფული თვითმიზნად ექცევათ. რომ ეკითხები, ფული რისთვის გინდა, ადამიანი ვერც გპასუხობს, არადა ფულის გამო ყველაფერს აკეთებს. ამაში კი თავად იხდის ძალიან დიდ საფასურს.

ეს არის ერთი ფაქტორი. მეორე ისაა, რომ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა არ აქვთ. ძალიან ხშირად ჩემთვის უთქვამთ ახალგაზრდა დედებს, რომ ურჩევნიათ სამსახურში წავიდნენ და თუნდაც არ ჰქონდეთ დიდი ხელფასი. იმ ხელფასს, რასაც იღებენ, უხდიან ძიძას და ამბობენ: "მე არ შემიძლია სახლში დაჯდომა, ბავშვი გაიზრდება, სხვა სამსახურს კი ვერ ვიპოვი". სწორედ ამას ჰქვია ხვალინდელი დღის შიში. შედეგად კი რა თანხასაც შოულობს, უხდის ძიძას. დაზარალებულია ორივე, ბავშვიც და მშობელიც. ამასთანავე აკლიათ თავდაჯერებულობაც, არ აქვთ საკუთარი თავის იმედი. ახლა რომ დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, არ იქნება მართებული. იმიტომ, რომ ვერ შევადარებთ ამ ორ თაობას ერთმანეთს. იმიტომ, რომ ახლა სხვა რეალობის წინაშე ვართ. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ