ლარი გაუფასურდა - როგორია დოლარისა და ევროს ახალი კურსი

ლარი გაუფასურდა - როგორია დოლარისა და ევროს ახალი კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4402 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4402 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4351 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0017 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0125 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო