პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის ტირაჟირებას და ყველას მოუწოდებს ამ და მსგავსი ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში მისი შემდგომი გაზიარების ნაცვლად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, ინსპექტორის აპარატს, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას ეხება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, ვიდეომასალაში, რომელიც შეიცავს ძალადობისა და ბულინგის ფაქტებს, სრულად შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, რაც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

„მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და ვიდეომასალა მოხსნილია გავრცელების რამდენიმე წყაროდან, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ხელახლა ახდენს მის ტირაჟირებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუშვებლად მიიჩნევს ამგვარი ვიდეომასალის ტირაჟირებას და ყველას მოუწოდებს ამ და მსგავსი ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში მისი შემდგომი გაზიარების ნაცვლად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, ინსპექტორის აპარატს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი