განათლების სამინისტრო ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს, რომელიც YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნების ვინაობა, დადგენილია იმ პირების ვინაობაც ვინც სოციალურ ქსელში ატვირთა აღნიშნული ვიდეო. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოზარდებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც არასრულწლოვნებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. მომხდარს დამატებით შეისწავლის სამინისტროს აუდიტის სამსახური.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ბულინგის წინააღმდეგ ქმედითი და აქტიური ღონისძიებების გატარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისასალმებელია, რომ საზოგადოება ასეთი პროცესების აქტიური მოკავშირეა, რადგან ბულინგისა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე სწორი რეაგირება, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა" - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, გადაღებულია ბავშვების მიერ და მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს (ჩვენ შეგნებულად არ ვავრცელებთ კადრებს).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი