ფრაზები, რომლებიც გასაუბრებაზე არ უნდა თქვათ

ფრაზები, რომლებიც გასაუბრებაზე არ უნდა თქვათ

გასაუბრებაზე ეცადეთ რომ თქვენ მიერ ნათქვემი ყველა სიტყვა ყურადღებით შეარჩიოთ - გვირჩევს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი დასაქმების საიტი Glassdoor-ი.

ნებისმიერი ინტერაქცია პოტენციურ დამსაქმებელთან უნდა იყოს არა მხოლოდ პროფესიონალური, არამედ უნდა აჩვენოს, რომ მიზანმიმართულად და დაფიქრებულად პასუხობთ ყველა კითხვას. არ აქვს მნიშვნელობა არის ეს მცირეხნიანი გასაუბრება ტელეფონზე თუ ანაზღაურების შეთანხმების მიზნით გამართული დიალოგი, შეარჩიეთ ყველა სიტყვა და წინადადება ყურადღებით, რათა თქვენი მომავალი წარმატება უზრუნველყოთ.

Glassdoor-ის რჩევებზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც არასდროს არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე თუ ქსურთ, რომ სამუშაოს მოპოვების პროცესში კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდეთ.

"შევასრულებ ნებისმიერ ფუნქციას თქვენს კომპანიაში"

შესაძლოა სასოწარკვეთილი ხართ სამსახურის ძებნის გამო და სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრები დაგიგროვდათ, ან შესაძლოა ეს კომპანია თქვენი ოცნების სამსახურია, თუმცა, გასაუბრებაზე უნდა მოერიდოთ იმის თქმას, რომ ნებისმიერ საქმეს შეასრულებთ და ნებისმიერ პოზიციაზე ხართ თანახმა. ვინაიდან:

1. აღნიშნული ფრაზა დამსაქმებელს ცხადად აგრძნობინებს, რომ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაყიდვას ცდილობთ. არადა უნდა აჩვენოთ, რომ ხართ ნიჭიერი, ჭკვიანი და შეგიძლიათ კომპანიას დიდი სარგებელი მოუტანოთ;

2. დამსაქმებელმა შესაძლოა იფიქროს, რომ კომპანიისა და ვაკანტური ადგილის შესახებ წინასწარ არ გქონდათ ინფორმაცია მოძიებული, არადა დამსაქმებელს კარგად მომზადებული, ინფორმირებული კანდიდატი სჭირდება აღნიშნულ პოზიციაზე.

3. ეს ფრაზა გამსაუბრებელს პირდაპირ შეტყობინებას უგზავნის, რომ ნებისმიერ პირობას დათანხმდებით და განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოპყრობას არ მოითხოვთ.

"შემოთავაზებული ანაზღაურება დამაკმაყოფილებელი და კარგია"

არასდროს დათანხმდეთ ანაზღაურების შესახებ პირველივე შეთავაზებას. შესაძლოა, კომპანიის მიერ შემოთავაზებული ანაზღაურება ნამდვილად მიმზიდველი იყოს და გაცილებით აღემატებოდეს იმას, რასაც თქვენ ელოდით, ამ დროს დათანხმება ბუნებრივი ინსტინქტია, თუმცა, ყოველთვის მზად უნდა იყოთ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად. იმის ნაცვლად რომ ბრმად დავთანხმდეთ დამსაქმებლის შემოთავაზებაზე, უმჯობესია, რომ წინასწარი მოკვლევა ჩავატაროთ და გარდა ამისა, ვიცოდეთ საკუთარი შესაძლებლობისა და განათლების ფასი. სპეციალისტების თქმით, უნდა ეცადოთ რომ ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკება კომპანიის თანხმობით დასრულდეს. მას შემდეგ რაც კომპანიის თანხმობას მიიღებთ და ყველა არსებულ კითხვას ამოწურავთ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოლაპარაკება დასრულებულია.

"ჩემი წინა კომპანია საშინელი იყო"

სპეციალისტები დიდ არას ეუბნებიან ახალ დამსაქმებელთან წინა სამსახურის უარყოფით მხარეებზე წუწუნს. ყოფილ უფროსზე თანამშრომლებსა და სამუშაო გარემოზე უარყოფითი შეფასებების ჩამოთვლას სჯობს დამსაქმებელთან იმაზე ისაუბროთ როგორ უმკლავდებოდით გამოწვევებს, რამდენად კარგი იყავით პრობლემების მოგვარებისას, მიუხედავად რთული სამუშაო გარემოსა.

"ჩემი ყოფილი უფროსი კარგ რეკომენდაციას არ მომცემს, რადგან ჩემით შეშფოთებული იყო"

მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ წინადადებაში სიმართლე, ის თქვენთვის შეინახეთ და საღამოს მეგობრებს გაუზიარეთ. პოტენციურ დამსაქმებელთან კი ამის გამჟღავნებას მოერიდეთ. რეკომენდაციის წარმოდგენისას გამსაუბრებელი არასდროს გკითხვათ რატომ აკლია რეკომენადატორების ჩამონათვალს თქვენი ყოფილი უფროსი. რეკომენდაციები უნდა მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს მიღწევებზე, წარმატებასა და პოზიტიურ სამუშაო გამოცდილებაზე საუბარი შეუძლია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს არ აინტერესებს როგორი ურთიერთობა გქონდათ წინა უფროსთან...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ