პოპულარული დიჯეი Avicii 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოპულარული დიჯეი Avicii 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

შვედი დიჯეი Avicii 20 აპრილს, 28 წლის ასაკში ომანში გარდაიცვალა. ინფორმაციას მუსიკოსის პროდიუსერი ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებით გაუწყებთ ტომ ბერგლინგის გარდაცვალებას. ოჯახს ახლა მძიმე დრო უდგას, ყველას გთხოვთ, პატივი სცეთ მათ პირად ცხოვრებას. ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ" - წერს მუსიკოსის პროდიუსერი.

როგორც ცნობილია, Avicii-ს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამ მიზეზით 2016 წელს მუსიკალური ტური შეწვიტა.

"ვიცი, რომ ვალდებული ვარ, მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო და ჩემი მუსიკა მოგასმენინოთ, თუმცა ჩემი ნამდვილი ცხოვრებისთვის, ძალიან ცოტა დრო მრჩება" - განაცხადა 2016 წელს Avicii-მ.

ჯანმრთელობის პრობლემები დიჯეის ბოლო წლებში სერიოზულად აწუხებდა. ხშირი სმის შედეგად მას მწვავე პანკრეატიტი განუვითარდა, 2014 წელს რამდენიმე ოპერაციაც გაიკეთა.

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის Avicii კარგად ცნობილი დიჯეია. 2013 წელს პრესტიჟულ რეიტინგში "ბილბორდის" 200 ჰიტს შორის მისმა ნამუშევარმა "Wake Me Up" მეოთხე ადგილი დაიკავა.

Forbes-ის რეიტინგებში კი ყოველწლიურად ხვდებოდა 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად დიჯეის სიაში. შვედი მუსიკოსი 2014 წელს "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების სიაშიც მოხვდა. დიჯეი მაშინდელი მონაცემებით 28 მილიონ დოლარს ფლობდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს