"მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ..." - ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

"მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ..." - ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ 20 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები AMBEBI.GE-სთან ყვებიან, თეთრი ფერის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი საავტომობილო გზაზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

"არმისული ჯავის ქუჩის ასახვევთან მოხდა ეს შემთხვევა. ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, როცა დავინახე, რომ მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ. მძღოლი ვერ დავინახე, მხოლოდ თეთრ მანქანას მოვკარი თვალი, არ გააჩერა, წავიდაო, სხვები ამბობდნენ" - განუცხადა AMBEBI.GE-ს თვითმხილველმა.

ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ დადგენილია და მოხდა მისი გამოკითხვა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზები.

რუსთავის "ცხელების ცენტრში" 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

3 ახალი შემთხვევიდან 2 სომეხი სტუდენტია, 1 შუა ხნის ქალია ყარაჯალადან, რომლის ინფიცირების წყაროსაც იკვლევენ -   უახლესი ცნობები კოვიდპაციენტებზე

4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს