საქართველოში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს

საქართველოში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს

საქართველოში, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს (ხელოვნური პარკუჭის გზით). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით - „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ-გერმანული ურთიერთობის ფარგლებში“.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინფორმაციით, კონფერენცია მნიშვნელოვანია მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის, რომელიც მოიაზრებს საქართველოში, კონკრეტულად ბოხუას სახელობის კარდიოვასკუალურ ცენტრში და პირველად ამიერკავკასიაში, გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას (ხელოვნური პარკუჭის გზით), რომელიც გულის გადანერგვის ალტერნატივას წარმოადგენს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კონფერენციაზე, ძირითადად, განხილული იქნება კლინიკური მართვის საკითხები, ისეთი გავრცელებული და სამწუხაროდ მრისხანე მდგომარეობის დაავადების, როგორიცაა გულის უკმარისობა. ეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. ასეთი ტიპის კონფერენციები საშუალებას იძლევა, რომ ახალი ტექნოლოგიები სწრაფად იქნას დანერგილი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ცდილობს, საქართველოში პაციენტებს შესთავაზოს გერმანული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, - ნათქვამია ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ