"ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს" - ხორავას ქუჩაზე მოკლულის დედა

"ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს" - ხორავას ქუჩაზე მოკლულის დედა

ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია პოლიტიკურ შოუდ აქცია, რაც მისთვის მიუღებელია.

"ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს. მე პირადად ვესწრები სასამართლო განხილვებს, თუმცა საჯარო განცხადებებს არასდროს არ ვაკეთებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შეხედულებები არ გვაქვს - დადებითი ან უარყოფითი. ველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას. ლევანი ხორავას კონფლიქტში ისეთი მსხვერპლია, რომელსაც ამ კონფლიქტთან არავითარი შეხება არ ჰქონია. კომენტარებიდან და მედიაში გაშუქებიდან გამომდინარე ხორავას ტრაგედია შოუს სახეს იღებს, მითუმეტეს, პოლიტიკური შოუს სახეს. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ - ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის. კუპრავას, სუბელიანის, კაკუბავას, ამათი ჩართვა და კომენტარები ჩემთვის მოუღებელია. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება პოლიტიკაში გადაიზარდოს. ახლა მთავარია ბავშვები დავიცვათ, რომ ეს ტრაგედია არ გაგრძელდეს", - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს - ხორავას ქუჩაზე მოკლული დადუნაშვილის დედა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ