ერევანში საპროტესტო აქციების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს - სომხეთში ვითარება დაიძაბა

ერევანში საპროტესტო აქციების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს - სომხეთში ვითარება დაიძაბა

განახლებული| სომხეთის პოლიციამ გადაწყვეტილება მიიღო, ერევანში მიმდინარე დემონსტრაციები აღკვეთოს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშოთ აგარონიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანი 19 აპრილიდან ერევნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ რაიონში შეკრებებს ატარებს, რაზეც უფლებამოსილ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ შეატყობინა. როგორც აშოთ აგარონიანი აღნიშნავს, აქციების მონაწილეები პერიოდულად და უხეშად არღვევდნენ „შეკრების თავისუფლების“ შესახებ კანონს და პოლიციის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ერევანში რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის მობილიზება ხდება, იკრიბებიან დემონსტრანტები.

დღეს ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. თუმცა, მოგვიანებით პოლიციაში დააზუსტეს, რომ ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი არა დააკავეს, არამედ იძულებით გამოიყვანეს დემონსტრანტების რიგებიდან.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წამოაყენეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"