ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვთმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე, ხოლო დაშავებულთა - 50-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ სააგენტო Tolo News ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. აფეთქება ქაბულში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან მოხდა.
ამ ეტაპზე არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას აღნიშნულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.