"ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია..." - სომხეთის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

"ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია..." - სომხეთის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებაში.

სარქისიანი მწუხარებას გამოთქვამს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო და მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

"აუცილებელია უარის თქმა დესტრუქციულ ქმედებებზე და დიალოგის შესაძლებლობების ძიება. ამიტომ ყველა მოქალაქეს, თანამემამულეს და დიასპორას მოვუწოდებ, თავის შეიკავონ სიტუაციის გამწვავებისგან. არ შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სომხეთის უსაფრთხოება", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ათობით ათასი მომიტინგე ამ წუთებში ერევანში, რესპუბლიკის მოედანზეა შეკრებილი და სომხეთის პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის არჩევას აპროტესტებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე