ისტორიული ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპი არ ჩანს - მელანია და აშშ-ს პრეზიდენტები

ისტორიული ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპი არ ჩანს - მელანია და აშშ-ს პრეზიდენტები

სურათს, რომელზეც აშშ-ს პრეზიდენტების რამდენიმე თაობაა ერთად გადაღებული, სოციალურ მედიაში აქტიურად აზიარებენ. ფოტოზე ყოფილი პრეზიდენტები - ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უფროსი, ჯორჯ ბუში უმცროსი და მათი ცოლები, მიშელ ობამა, ლორა ბუში და ჰილარი კლინტონი ჩანან, მათთან ერთად არის პირველი ლედი მელანია ტრამპიც.

CNN-ის ინფორმაციით, სურათი შაბათს, ყოფილი პირველი ლედის ბარბარა ბუშის დაკრძალვის დღეს თეთრი სახლის ყოფილმა ფოტოგრაფმა, პოლ მორსმა გადაიღო, „ტვიტერზე“ კი ჯიმ მაკგრატმა გააზიარა, რომელიც ჯორჯ ბუშის თანამდებობაზე ყოფნის დროს პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო.

ფოტოზე არ ჩანს დონალდ ტრამპი, რომელიც დაკრძალვას არ დასწრებია. თეთრმა სახლმა მიზეზი განმარტა - „პრეზიდენტი ჰიუსტონში არ ჩავა, რათა ზედმეტი უხერხულობა არ შეიქმნას დაცვის გამო, პატივს სცემს ბუშის ოჯახსა და მეგობრებს, რომლებიც ცერემონიალს ესწრებიან“.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება უჩვეულო არ ყოფილა, თანამდებობაზე ყოფნის დროს არც ობამა და ჯორჯ ბუში დასწრებიან ყოფილი პრეზიდენტების ცოლების დაკრძალვებს. თუმცა 1994 წელს ჟაკლინ კენედი ონასისისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალზე ბილ კლინტონი მივიდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე