26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება

26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება

უკვე მესამედ Check in Georgia 2018 იწყება. პროექტის ფარგლებში აპრილიდან შემოდგომის ჩათვლით 300-მდე ღონისძიება დაიგეგმა. პროგრამაშია ცნობილი უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები სხვა ცნობილ მუსიკოსებთანაც უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი Check in Georgia ფარგლებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, Check in Georgia 2018–ის პრეზენტაციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა და პროექტის ორგანიზატორებმა უკვე განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

ბილეთები იყიდება: აქ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება