"როგორ შეიძლება, საჭმლის მომზადება არ იცოდე?" - გემრიელი კერძების რეცეპტები სოფო ხალვაშისგან

"როგორ შეიძლება, საჭმლის მომზადება არ იცოდე?" - გემრიელი კერძების რეცეპტები სოფო ხალვაშისგან

მომღერალი სოფო ხალვაში მშობლიურ ქალაქში, ბათუმში აქტიური შემოქმედებითი საქმიანობითაა დაკავებული - უქმეებზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანია, გარდა ამისა, ახალ სიმღერებზე, პროექტზე მუშაობს და ბენდთან ერთად, მსმენელს დახურულ საღამოებზეც ატკბობს. კარიერის პარალელურად, ცხადია, მნიშვნელოვან დროს ოჯახსა და შვილებზე ზრუნვას უთმობს. სოფო ამჯერად განსხვავებულ ამპლუაზე - დიასახლისობაზე, შვილებზე, კულინარიასა და ოჯახურ ტრადიციებზე გვესაუბრება.

"მეუბნებიან, რომ კარგი კულინარი ვარ"

- კულინარიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო, რადგან ეს საქმე მართლაც ძალიან მიყვარს, ყოველთვის რაღაცებს ვიგონებ, რაიმე ერთ რეცეპტზე დამოკიდებული არასდროს ვარ და სულ სხვადასხვანაირი გამომდის. ძალიან მიხარია, როცა მეუბნებიან, კარგი კულინარი ხარო. ოჯახში ყოველთვის მაქვს ჩემი მომზადებული კერძი და მეგობრებიც ხშირად მსტუმრობენ. "როგორ შეიძლება, საჭმლის მომზადება არ იცოდე?"- ოჯახში, სადაც კერძები მზადდება, წარმოუდგენელია, არ მოგინდეს ამ პროცესში ჩაერთო და რაღაც გააკეთო, მით უმეტეს, ბავშვებს თუ უყვართ ეს. კვერცხის შეწვა არ ვიციო, რომ ამბობენ, ეს ვერ წარმომიდგენია, რადგან ადამიანის ერთ-ერთი მთავარი "მიმართულება" კვებაა, მის გარეშე წარმოუდგენელია არსებობა და როგორ შეიძლება, მომზადება არ იცოდე? ჩემი აზრით, ადრე უფრო იყო ეს ტენდენცია, რომ თითქოს ამაყობდნენ კულინარიაში არაფრის ცოდნით, თორემ ახლა პირიქით, ვინც გემრიელად ამზადებს, მაგარია, ვაფასებ ასეთ ხალხს. ბევრი გადაცემაც გაჩნდა ტელესივრცეში. ბოლო დროს ყველა ცდილობს თქვას, რომ რაღაც შემიძლიაო.სულ ვუყურებდი, როგორ ამზადებდა დედა, თვითონაც ყოველთვის რაღაცას მავალებდა, პროცესში რომ ჩავერთე და მეც სიამოვნებით ვაკეთებდი. ხშირად, მშობლები აშავებენ, არ უყვართ, როცა სამზარეულოში მათთან ერთად სხვაც ტრიალებს და ბავშვებს უკრძალავენ, არ აკარებენ, თავიდან იშორებენ. ალბათ, ესეცაა პრობლემა, რომ მერე, ზრდასრულ ასაკში საჭმლის კეთება არ იციან. დედა მავალებდა, მასწავლიდა, რა როგორ გამეკეთებინა და ასე დამამახსოვრდა, ნამცხვრების ცხობაც ასე ვისწავლე.აღდგომისა და შობის დღესასწაულებს განსაკუთრებულად ვხვდებით. შობას ყოველთვის ჩვენთან ვიკრიბებით ოჯახში - მეგობრები, ნათესავები, ახლობლები და დიდი ვახშამი იმართება. ძალიან მიყვარს ეს დღე.

"ლოკოკინა და გველი ვერასდროს გავსინჯე..."

- ყოველთვის ვცდილობ, სადაც ჩავდივარ, ადგილობრივი კერძი გავსინჯო და იქაური შტრიხები შევიგრძნო, როგორაა მომზადებული და ა.შ. თევზეული მიყვარს და მახსოვს, ისრაელში მომეწონა. ერთხანს ლატვიაში ვცხოვრობდი, კარგი კერძები ჰქონდათ. იქ "აკროშკას" სხვანაირად აკეთებენ, აუცილებლად ურევდნენ ბურახს, აქ კი ამოღებულია და ჩვეულებრივად, მაწვნითა და კეფირით მზადდება. მაინტერესებდა, მაგრამ ვერასდროს გავსინჯე ლოკოკინა... ვერც გველი. მხოლოდ ბაყაყი მაქვს ნაჭამი და მომეწონა. თუმცა, ყოველდღიურად ნამდვილად ვერ მივირთმევ (იცინის). ზოგადად, კარგი, უცხო კერძების დაგემოვნება მომწონს. თუმცა, ჩვენი სამზარეულო ყველას მირჩევნია. იაპონური სამზარეულოც მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ, იქ ნამყოფი არ ვარ. ასევე, ჩინური, ტაილანდური, განსაკუთრებით - წვნიანები. სიამოვნებით დავაგემოვნებდი ამ ყველაფერს ჩინეთში.ევროპის ქვეყნებიდან საფრანგეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ფინეთში ვარ ნამყოფი და ბევრი ქალაქია ისეთი, რომელსაც სიამოვნებით მოვინახულებდი. დიდი სურვილი მაქვს იტალიის პატარ-პატარა სოფლები ვნახო, ასევე ტაილანდი. იმედი მაქვს, აუცილებლად მომეცემა ამისი შესაძლებლობა.

"ნოდიკო ტატიშვილი მარცხვენს ხოლმე..."

- დიეტას ვერასდროს ვიცავდი, იმიტომ რომ ჭამა ძალიან მიყვარს. თავისთავად ვხდები და ვიმატებ, არ ვიცი, ეს როგორ ხდება. ვიცით, რომ ჯანსაღი კვებაა აუცილებელი, მაგრამ არ ვიცით, რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. დიეტა ძალიან ცუდია, სტრესია ორგანიზმისთვის და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. მკაცრი დიეტების დაცვას, ჯობია, შედარებით ნაკლები, დოზირებულად ვჭამოთ. ზოგჯერ ბევრის ჭამა მიყვარს და ნოდიკო ტატიშვილი ხშირად ხუმრობს ხოლმე ჩემზე, მარცხვენს - ჩემი ჭამის ისტორიებს ჰყვება (იცინის). განაგრძეთ კითხვა

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს