"ბავშვს წამალი იშვიათად სჭირდება... მცდარი ფორმაა, თითქოს ბალახეული უწყინარია" - ნევროლოგის გასათვალისწინებელი რჩევები მშობლებს

"ბავშვს წამალი იშვიათად სჭირდება... მცდარი ფორმაა, თითქოს ბალახეული უწყინარია" - ნევროლოგის გასათვალისწინებელი რჩევები მშობლებს

პედიატრების შემდეგ ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვთა ნევროლოგებს მიმართავენ. მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, რადგან ყველაზე ხშირად მშობლები სწორედ ნევროლოგიურ პრობლემებს აბრალებენ ბავშვის მიუღებელ ქცევას. ცნობილი ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი mshoblebi.ge-ს კითხვებს პასუხობს.

- დღეს ყველა მშობელი ცდილობს, ბავშვი სტრესისგან დაიცვას. თუმცა ბოლომდე ეს შეუძლებელია. შეიძლება, რომ სტრესი გახდეს რაიმე ნერვული აშლილობის ან პრობლემის მიზეზი?

- სტრესი ადაპტაციური ფენომენია და ამის გარეშე ერთი წამი ვერ იცხოვრებ ადამიანი! როგორ შეიძლება სტრესისგან დაიცვა ადამიანი! სტრესი ცუდი სიტყვა არ არის და საერთოდ, ვინც ეს ტერმინი შემოიტანა, ამბობს, რომ, თუ სტრესი არ გაქვს, ჩათვალეთ, რომ მკვდარი ბრძანდებით... ცოცხალ ადამიანს არ შეიძლება სტრესი არ ჰქონდეს ნებისმიერ ასაკში.

- თუ გახსენდებათ პრაქტიკაში მაგალითი, როცა მშობლის შეცდომის გამო შეექმნა ბავშვს პრობლემა? რომელია ხშირად გავრცელებული შეცდომები?

- ძირითადად სულ მშობლების შეცდომის გამო ხდება ყველაფერი, ანუ ბავშვების მიმართ აბსოლუტურად არასწორი ქცევის გამო. არსებობს, რასაკვირველია, თანდაყოლილი პათოლოგიები, მძიმე დაავადებები, მაგრამ ესენი იშვიათია. რაც ჩვენთან გავრცელებულია, ეს არის არასწორი მოქცევა ბავშვებთან, ზეწოლა ძირითადად! კვებითი, ჩაცმითი, ტემპერატურული, ყველაფრის აკრძალვა... ყველაფერი იწყება - არ შეიძლებათი... თქვენ მოგწონთ, როცა არ შეიძლებას გეუბნებათ ვინმე? - ბავშვს კი იმიტომ ეუბნებით, რომ არ იცით, რა უნდა უთხრათ, აგრესიული ქცევა ყველაზე ადვილი გამოსავალია. აგრესია არის განვითარებს ყველაზე დაბალი საფეხური! ბავშვს არ მოსწონს ყველაფრის აკრძალვა, გიპროტესტებთ და რადგან გიპროტესტებთ, მას უკვე ჯიუტი ჰქვია. სინამდვილეში ზეწოლა აქდან იწყება! ბავშვი ყოველთვის ჯანსაღია! ყველა მოზარდი იტყუება, ბავშვი კი არასოდეს!..განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი