სიახლე თვითდასაქმებულთათვის - რა შემთხვევაში ვეღარ აიღებენ სესხს ხელოსნები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები და ძიძები

სიახლე თვითდასაქმებულთათვის - რა შემთხვევაში ვეღარ აიღებენ სესხს ხელოსნები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები და ძიძები

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ.

დოკუმენტის თანახმად, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის პრინციპები უკვე გაწერილია. გარდა ამისა, თუ რა ოდენობის სესხის მიღებას შეძლებენ თვითდასაქმებულები, პირები, რომელთა შემოსავლებიც მესამე დამოუკიდებელი მხარეებისაგან მიღებული დოკუმენტებით არ დასტურდება.

დოკუმენტში განსაზღვრულია, თუ რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ თვითდასაქმებულებს, კერძოდ, ტაქსის მძღოლებს, ძიძებს, რეპეტიტორებს და ხელოსნებს იმისათვის, რომ ბანკმა სესხი მისცეთ.

კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ტაქსის მძღოლების შემთხვევაში მძღოლი და მანქანა რეგისტრირებული/ლიცენზირებული უნდა იყვნენ; ამასთან, ავტომობილი მძღოლის სახელზე მინიმუმ ბოლო 6 თვის მანძილზე უნდა იყოს რეგისტრირებული; სესხის გაცემისას გათვალისწინებული უნდა იყოს მანქანის ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა - რამდენად შეესაბამება მანქანის მდგომარეობა სარეგისტრაციო, სალიცენზიო მოთხოვნებს, როგორც მიმდინარე ეტაპზე ასევე სესხის ვადის განმავლობაში; მძღოლი სხვადასხვა მარშუტებზე ტარიფების კუთხით უნდა იქნას გადამოწმებული - ტარიფები არსებულ საშუალო მაჩვენებლებს უნდა შედარდეს. გარდა ამისა, გამოკითხულ უნდა იქნას მსესხებლის ოჯახური მდგომარეობა და სხვა რელევანტური საკითხები.

რეპეტიტორი - კერძო პრაქტიკით დაკავებული მასწავლებლები - აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირებზე, სესხის გასაცემად საჭირო იქნება რეპეტიტორის ადგილზე ინსპექტირება - რა დროსაც, ყურადღება სამუშაო გარემოზე, კერძოდ, იმაზე უნდა გამახვილდეს რამდენად შეესაბამება იგი რეალობას. გარდა ამისა, დეტალურად უნდა გაანალიზდეს რეპეტიტორის ის ჩანაწერები, სადაც მოსწავლეების/ სტუდენტების სია, მათი მოძრაობის განრიგი, ტარიფები და სხვა რელევანტური მახასიათებლებია მოცემული. ტარიფები შესაბამისი დისციპლინის სწავლების საშუალო მაჩვენებლებს უნდა შედარდეს. ამასთან, რამდენიმე მოსწავლის/სტუდენტის მშობელთან უნდა გადამოწმდეს. ამასთან, საქმეს რეპეტიტორის ჩანაწერები, ობიექტის, მანქანისა და ტექპასპორტის სურათები უნდა დაერთოს...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ