ბებიამ შვილთაშვილი მოინახულა - დედოფალმა ახალშობილი პრინცი ლუი მხოლოდ ახლა გაიცნო

ბებიამ შვილთაშვილი მოინახულა - დედოფალმა ახალშობილი პრინცი ლუი მხოლოდ ახლა გაიცნო

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილის, პატარა ლუის გასაცნობად კენსინგტონის სასახლეში დედოფალი ჩაფრინდა, ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

92 წლის მონარქი ახალშობილის მოსანახულებლად სანდრინგემიდან საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდა.

ამ დრომდე შვილიშვილი ნანახი არ ჰყავდა უილიამის მამას, პრინც ჩარლზს, რის გამოც სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ლუი ქეითის მშობლებმა დაბადებიდან რამდენიმე საათში მოინახულეს.

დედოფალი და პრინცი ჩარლზი კენსინგტონის სასახლეში, დაახლოებით, 1.5 საათის მანძილზე დარჩნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე