ძლიერი მიწისძვრის შედეგად ირანში 76 ადამიანი დაშავდა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად ირანში 76 ადამიანი დაშავდა

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 76-ს მიაღწია, ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება.

ექიმების ინფორმაციით, ხუთი ადამიანი საოპერაციოდ გადაიყვანეს. 39 დაშავებული საჭირო მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 5.1 მაგნიტუდა შეადგინა, ირანში დღეს, ადგილობრივი დროით 04:08 საათზე, ქალაქ იასუჯიდან 11 კილომეტრში მოხდა. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"